საქართველოს შესახებ

საქართელო ტრანსკავკასიური რეგიონის გულია, და მდებარეობს შავი ზღვის ნაპირიდან კასპიამდე, მდიდარია ნახშირწყალბადებით, რომლებიც დაკავშიებულია ეოცენურ, ცარცულ, მიოცენურ და ოლიგოცენურ ნალექებთან.

შეფასებები გვიჩვენებენ, რომ საქართველოს ენერგეტიკური პოტენცილის მხოლოდ 25% რეალიზებული. საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები განაგრძობენ ნახშირწყალბადების და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის ინტენსიურ განვითარებას, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის.

ტრანსაკავკასიაზე გადიან ისეთი მთავარი მილსადენების კომპლექსები, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მილსადენი, რომელსაც გადააქვს აზერბაიჯანის ნავთობი თურქეთის ხმელთაშუა და შავ ზღვამდე, და სამხრეთ კავკასიის მილსადენი, რომელსაც გადააქვს გაზი თურქეთამდე. საქართველოს შავი ზღვის პორტებში, სუფსაში და ფოთში, განლაგებულია მთავარი საექსპორტო ტერმინალები.

ოპერაციებს, რომლებიც იყენებენ მოპოვების და კვლევების თანამედროვე ტექნოლოგიების მთელ სპექტრს, და რომლებიც მოიცავბენ 3D სეისმურ სამუშაოებს, მასტიმულირებელ და მიმართულ და ჰორიზონტალურ ბურღვას, ხელს უწყობს მარეგულირებელი გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ენერგიის ლიბერალიზირებული ბაზრის შექმნას და პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების სტაბილურ ჩარჩოს (სტრუქტურას).

საქართველოს საწარმოო სიმძლავრეებმა და ნახშირწყალბადების ინფრასტრუქტურამ გამოიწვია დიდი ინტერესი მსოფლიოს ისეთი უდიდესი ენერგეტიკული კომპანიების, როგორიცაა ბპ (BP), ექსონ მობილი (ExxonMobil) და შლიუმბერჟე (Schlumberger).

მე მჯერა, რომ საქართველო მიაღწევს წარმატებას როგორც ძლიერი, დემოკრატიული ქვეყანა, პროგრესული, დასავლური ფასეულობებით. ჩვენ მომავალშიც ვიქნებით შუქურა რეგიონში მოძმე ქვექნებისთვის. ჩვენ შევეცდებით იმის დემონსტრირებას, რომ კავკასია არის ევროპული დემოკრატიული ფასეულობების სახლი

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

საქართველო, თავისი ცენტრალური მდებარეობით ევრაზიაში, უფრო და უფრო ღია ვაჭრობისა და ინვესტიციების რეჟიმით, შეიძლება გახდეს ე.წ. „შესვლის წერტილი“ ნახევარ მილიარდიან მოსახლეობის მქონე რეგიონალურ ბაზარზე იმ აშშ-ს კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ თავისი ექსპორტის გაფართოება.

ჯეიმს ბაკუსი, გლობალური ურთიერთობების პროფესორი, ცენტრალურ ფლორიდის უნივერსიტეტი

გლობალურ ბაზართან ინტეგრირებული სწრაფად ზრდადი ეკონომიკა

საქართველო მჭიდროდ არის დაკავშირებული საერთაშორისო თანამეგობრობასთან, თავისი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და სწრაფი ეკონომიკური ზრდის აღიარებით.

საქართველოს ეკონომიკა უფრო მეტად გახდა ინტეგრირებული საერთაშორისო ბაზრებთან, რადგან მომდევნო ადმინისტრაციები მიისწრაფიან სრულად გამოიყენონ ქვეყნის სტრატეგიული მდგომარეობა აღმოსავლეთ და დასავლეთს შორის.

საქართველომ განახორციელა ინვესტიცია ინფრასტრუქტურაში, საგზაო, სარკინიგზო და სამრეწველო ქსელების განვითარებაში. პრო-ბიზნეს ეკონომიკური გარემოს შესანარჩუნებლად, ქვეყანამ გაატარა ფისკალური და ფულადი პოლიტიკა. მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზე, ხოლო ფისკალური პოლიტიკა- დაბალი პროცენტის და გადასახადების განაკვეთებზე: საქართველოს დაწესებული აქვს 20%-ანი საშემოსავლო და კორპორატიული გადასახადები.

საქართველოს გააჩნია მაღალი მაჩვენებელი მსოფლიო ბანკის დოინგ ბიზნესის ლიგაში და ფრაზერის ინსტიტუტის თავისუფალი ეკონომიკის ინდექსში, რომლებიც განისაზღვრა ისეთ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობის ვალდებულება, დისციპლინირებული ფულადი და ფისკალური პოლიტიკა, გამჭვირვალობა და ძლიერი მარეგულირებელი და სამართლებრივი ჩარჩოები.

ბოლო ათწლეულში ქვეყანამ მიაღწია დაახლოებით ყოველწლიურ 5%-ან მუდმივ ძლიერ ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს, 2008 წელს რუსეთთან დავის შემდეგ, აშშ-ს, ნატოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით, კარგი ურთიერთობა აქვს მეზობელ თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. საქართველო და რუსეთი ინარჩუნებენ მჭიდრო ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ კავშირებს , როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში აქვთ. ეს კავშირები ე.წ. „წყნარ დიპლომატიას“ ასრულებენ, პოლიტიკოსების მიერ ურთიერთ გაცვლილ სიტყვების მიღმა.

 

 

ka_GEGeorgian